გაუპატიურების ბრალდებით, თურქეთის ქალაქ ანკარაში, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, დღეს დილიდან თურქული ონლაინ გამოცემები ავრცელებენ.
გამოცემა www.cnnturk.com-ის ინფორმაციით, ქალაქ ანკარის ერთ-ერთ რაიონში მდებარე სილამაზის სალონში, თითქოსდა, კლიენტად შესულმა ოთხ კაციანმა ჯგუფმა, იქ მომუშავე ქალბატონების გაუპატიურება სცადეს, თუმცა, გაწეული წინააღმდეგობისა და ატეხილი ხმაურის გამო, ისინი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ.
არეულობის დროს, სილამაზის სალონის ერთი თანამშრომელი დაიჭრა, რადგანაც მამაკაცთა ჯგუფი დანებით იყო შეიარაღებული. რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციამ აღნიშნული ჯგუფი ქალაქის გარეუბანში, ერთ-ერთ მიტოვებულ ფაბრიკაში აღმოაჩინა. იქვე იმყოფებოდა ოთხი ქალაბატონიც, რომლებიც ამ ჯგუფის წევრებმა გაძარცვეს და იარაღის მუქარით გააუპატიურეს.
მძარცველთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. თუმცა, გამოცემა მის ვინაობას არ ასახელებს, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი სირიის და თურქეთის მოქალაქეები არიან.