გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია ეხმაურება სოციალურ ქსელეში, ოზურგეთის მერიის თანამშრომლის, სოფო ჭანტურიას მიერ "გურია ნიუსის" ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილის მისამართით გაკეთებული რამდენიმე განცხადებას.
ორგანიაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული განცხადებები შეურაცხმყოფელი იყო და უშუალოდ ლახავდა პირის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
"ამასთანავე განცხადებები აშკარად შეიცავდა სამომავლოდ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის დაპირებას. გარდა ხსენებულისა იყო მითითებები ჟურნალისტის პირადი მიმოწერისა და ჩანაწერების გამოქვეყნებასა და შესაბამისი პირებისათვის მიწოდების თაობაზე.
მიგვაჩნია, რომ საჯარო სამსახურებისა და მათი მოხელეების მხრიდან, ასეთი ფორმით საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა დაუშვებელია, ასეთი პროცესების წახალისება და მომხდარი ფაქტის სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება კი, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის თვითმმართველობას, როგორც უშუალოდ თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
წინამდებრე განცხადებით, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაცია მიმართავს ოზურგეთის მერიას მოთხოვნით, გააკეთოს ოფიციალური განმარტებები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და გაარკვიოს საზოგადოება, სოფო ჭანტურიას ჟურნალისტის მიმართ გაკეთებული განცხადებები რამდენადაა თანხვედრაში ოზურგეთის მერიის პოზიციასთან. რადგანაც განცხადებები გაკეთდა სამუშაო საათებში, საჯარო მოხელის მხრიდან უშუალოდ უფლებამოსილების განხორციელების დროს", _ აღნიშნავს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ნადირიძე