საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში "პროვინციული დიქტატურის დამყარება" მცდელობა აქვთ: .
"ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ ქართველი ხალხს ნდობა განელდა. ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა. მას მიაჩნია, რომ საქართველო დააპრივატა და იქ ზის თავისთვის. ვფქირობ, რომ ისეთი სიტუაციაა, რომ კლასიკური თამაშის წესებით ვერავინ ვერაფერს გააკეთეს, ეს არის მცდელობა პროვინციული დიქტატურის დამყარების. ამ რეალობაში თითოეული პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი ხალხს უნდა დაუდგეს გვერდით. რწმენა არის მთავარი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს უფრო მეტს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
ყოფილმა პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა და ასლან აბაშიძეს და ვიქტორ იანუკოვიჩის შეადარა:
"სამი ადამიანი მაგონებს ყველაზე მეტად ერთმანეთს ვისაც შევხვედრილვარ პოლიტიკაში – ასლან აბაშიძე, იანუკოვიჩი და ივანიშვილი გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. სხვადასხვა ზომის არიან, სხვადასხვა გამოეხედვა აქვთ, მაგრამ გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს. თავის საქციელით, ოპონენტების მიმართ თავისი რეაგირებით გვანან ერთმანეთს", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის პოსტიდან გადადგომის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამის მიზეზი შეუსრულებელი დაპირებები იყო:
"მეორე მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი პრემიერობიდან ფორმალურად გადადგა, არის ის, რომ რეპრესიების გატარება უნდოდა და არ უნდოდა ეს მას დაბრალებოდა. თვითონ ყველაფერზე ამბობს, რომ მე არაფერ შუაში ვარ, აგერ ვზივარ და აწმენდს ხელს ღარიბაშვილს და სხვა მონებს. მას ბევრად უფრო კარგად შეუძლია გამდიდრება, როდესაც არ ჰქვია პრემიერ-მინისტრი. დაბრუნდნენ ისევ ნათესავები, მაგალითად, უჩა მამაცაშვილი აკონტროლებს მადნეულის ტრანსპორტირებას, შემოსავლებს-გასავლებს, "საქართველოს რკინიგზას". აწყობილი რკინიგზის დაშლა მოახერხეს, რომელიც ეზუგბაიამ ააწყო. ეს კაცი გავაგდეთ და საქმე ჩავაბარეთ ივანიშვილის დეიდაშვილს მამაცაშვილს. ფარმაცევტულ ბაზარზე შემოიყვანეს ეს მაშკევიჩი, რომელიც ჩვენც გვიკრავდა თვალებს და გვეუბნებოდა – ჩამომიყვანეთო და გვთავაზობდა რეცეპტების შემოტანას. რეცეპტების შემოღება მაშკევიჩისთვის გააკეთეს, ეს ვიცი როგორც საკუთარი ხელის გული. მას ივანიშვილთან ერთად ჰქონდა ბიზნესი, რომელიც შემდეგ მატვიენკომ იყიდა", – განაცხადა სააკაშვილმა.