საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი ტელეკომანია "რუსთავი 2"_ ის ეთერში გააკეთა:
_საქართველოს ფორმალური პრემიერი რასაც აცხადებს მას კანონის ძალა აქვს. მან გამოაცხადა, რომ აფხაზები აწარმოებდნენ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის. 25 წლის წინ აფხაზი სეპარატისტების ერთმა ნაწილმა ააფრიალა ძალადობრივი ბრძოლის დროშა საქართველოდან გამოყოფის მიზნით. ეს ის თარიღია, როდესაც სოხუმში მოკლეს ვეკუა და ათობით სხვა ადამიანი. აქედან თვლის საქართველოს მთავრობა თვითგამორკვევას? ბაბუჩემს დომენტი ალასანიას ჰქონდა სახლი ეშერაში, ახლა იქ ზის ვიღაც აფხაზი და ის თვითგამორკვევას აწარმოებს ბაბუაჩემის სახლში?– განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როცა მთავრობის წევრები თვითგამორკვევაზე და 2008 წლის დავიწყებაზე საუბრობენ, ეს არის იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომლებიც რუსულ ტყვიების ემსხვერპლენ.
_როგორც ვიცი, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. ნუთუ ჩვენი მთავრობის ყველა ქმედება არ მიუთითებს იმაზე, რომ თვითგამორკვევის გამოცხადება ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძისთვის, იმ ადამიანებისთვის ვინც რუსული ბომბების ქვეშ დაიღუპა. რა თვითგამორკევაზე ვლაპარაკობთ? _ განაცხადა სააკაშვილმა.