"New York Times"- ში მთელი გვერდის ყიდვა, მინიმუმ ნახევარი მილიონი ღირს. მე ეს კარგად ვიცი. ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩვენთვის და ყოველთვის უარი გვითქვამს. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ დავარეკლამეთ საქართველო და ვთქვით, რომ საქართველოში ინვესტირება კარგია და კორუფცია ეცემა. ეს იყო ერთადერთხელ, როცა ჩვენ გამოვიყენეთ რეკლამა, რადგან გვინდოდა საქართველოში ფული ჩადებულიყო, სამუშაო ადგილები შექმნილიყო", _ განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნულ გამოცემაში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მასალის გამოქვეყნების და ამაში გადახდილი თანხის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ის, რაც მასალაში იკითხებოდა უმეცრობისა და პროვინციალიზმის გამოვლინება იყო.
"სტატია იყო ჩემი ლანძღვა. ამათ მართლა არ იციან პროვინციალიზმი რაა და რას ნიშნავს უმეცრება? ის, რომ შენი შიდა დავები გამოგაქვს და New York Times-ში არჩევ გაუნათლებლობა, სიველურეა. ამას რომ ადამიანი ნახავს, ამ ქვეყნისკენ გამოხედვა აღარ მოუნდება.
მრცხვენია მათ ნაცვლად, როგორ გააბანძეს ჩემი ქვეყანა".