ამ წუთებში "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიაზაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა – ტიტე მგელაძემ, კახა გობრონიძემ, ხვიჩა წულაძემ და ირაკლი ჩხაიძემ დატოვეს.
ოთხივე მათგანმა ამ დილით "გურია ნიუსთან" საუბრის დროს განაცხადა, რომ ისინი ამ ეტაპზე არ აპირებდნენ პარტიის დატოვებას.
"მოხდა ასე და ვტოვებთ პარტიას. ასე ჩქარ ტემპში განვითარდა მოვლენები, ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", – გვითხრა ხვიჩა წულაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტია ასევე დატოვეს "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ, ზაზა ცინცანაძემ, ანა მუკბანიანმა და ნინო ლომჯარიამ.
დღეს დილით "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დიმიტრი კვერღელიძემ განაცხადა, რომ ის ტოვებდა პარტიას და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე დეპუტატი.
"გურია ნიუსთან" კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები პარტიიდან წასვლას არ ადასტურებდნენ.