2015 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთი იზრდება – ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) 0.15, ლარით, უფილტროზე – 0.05 ლარით.
აქციზის განაკვეთი იზრდება ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
აღნიშნულს საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
გარდა ამისა, 2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის "შერეული სისტემა" შემოდის. წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.