გასულ წელს, ინგლისელმა მომღერალმა, ჯგუფი „Spice Girls”-ის ყოფილმა წევრმა, ამჟამად, ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემის მეუღლემ ვიქტორია ადამსმა ბრიტანულ მას-მედიასთან ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა.
აღმოჩნდა რომ ქალბატონი ვიქტორია წიგნებს საერთოდ არ კითხულობს.
ადამსის ქალის მტკიცებით, საკუთარი ცხოვრების განმავლობაში არც ერთი წიგნი წაკითხული არ აქვს. მისი თქმით, მას ჟურნალების თვალიერება და მუსიკის მოსმენა უყვარს.
ამ „საინტერესო“ განცხადების შემდეგ, დევით ბექჰემმა ოჯახის „ლიდერის“ ფუნქცია საკუთარ ხელში აიღო.
უპირველეს რიგში ცოლის აღზრდა-განათლების საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და დიაც ვიქტორიას რამდენიმე წიგნის წაკითხვა ურჩია.
ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” გამოაქვეყნა ცნობა, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა დევიდმა მომღერალ ვიქტორიას „ჰარი პოტერის“ შესახებ დაწერილი ტომების წაკითხვა ურჩია.
ბოლო ინფორმაციით, ქალბატონი ვიქტორია ადამსი, ქალაქ ლონდონში მდებარე წიგნის მაღაზიებს რამდენჯერმე ეწვია და ჰარი პოტერის თავგადასავლებზე დაწერილი წიგნები მოითხოვა.