საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტყუილში დასდო ბრალი.
მისი განცხადებით , ხელისუფლება ,,ცახესის“ კომპლექსითაა შეპყრობილი, მიიწეროს ყველაფერი რაც გაუკეთებია ან არ გაუკეთებია. ბობოხიძემ ღარიბაშვილის განცხადებებს, გულის ამრევი უწოდა და განაცხადა რომ იმერეთში ახლად გახსნილი ავტობანი წესით 140 კილომეტრია და არა 70, როგორც ეს პრემიერმა თქვა. ხოლო ვითომდა წარმატებით გახსნილი ავტომაგისტრალი ჯერ მხოლოდ ერთი მიმართულებითაა დასრულებული, რომელშიც 40 კილომეტრს შეადგენს და ეს პროექტი ძველი ხელისუფლების მიერაა წამოწყებული.
"სირცხვილია ბატონებო როდესაც სხედხართ და ხსნით, პრემიერ-მინისტრი მყავს მხედველობაში, წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ პროექტებს და უსირცხვილოდ ტყუი, ან უფრო უარესი, არ იცი რომ ეს პროექტი წინა ხელისუფლების დროსაა დაწყებული და მეორე სირცხვილი, რომ არ იცი ზუსტად და აცხადებ, 70 კილომეტრი გზა დავაგე ავტობანზეო.
მე მინდა ბატონ ღარიბაშვილს, რომელიც მგონი საქართველოში არც დადის ვუთხრა, რომ ის 70 კილომეტრი გზა ორი მიმართულებით არის და ჯამში 140 კილომეტრია. თქვენს მიერ ვითომ წარმატებულად გახსნილი ავტობანი, ჯერ მხოლოდ ერთი მიმართულებითაა 40 კილომეტრი, თან ის 2012 წელს უკვე დაწყებული იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ.
გახსენით ბატონებო ჩვენს მიერ დაწყებული პროექტები, მაგრამ დაანებეთ თავი ამ გულისამრევ მარაზმს შედარებებს თავი. ცნობისთვის ჩვენ რომ ხელისუფლება ჩავიბარეთ, რუსთაველის გამზირიც კი დალატკული დაგვხვდა. თბილისის მარცხენა სანაპიროზე გავლა შეუძლებელი იყო. ჩვენ, რომ საქართველო ჩავიბარეთ ერთი რუსული კატოკი და ერთი რუსული გრეიდერი დახრიგინებდა. თქვენ კი ჩაგბარდათ ქვეყანა, რომელმაც დაიწყო ავტობანის მშენებლობა. გადაეცით პრემიერს დაანებოს თავი ამ გულისამრევ შედარებებს.
ბოდიშს ვიხდი მაგრამ ცახესის კომპლექსით ხართ უკვე შეპყრობილი, როდესაც გინდათ ყველაფერი მიიწეროთ თქვენად, თქვენს მიერ დაწყებული თუ არ დაწყებული", _ განაცხადა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე.