ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტი, პარლამენტმა 75 ხმით მიიღო. წინააღმდეგი 58 დეპუტატი წავიდა.
აღნიშნული კანონპროექტი, ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.
რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას, ის ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის ამოქმედების საკანონმდებლო წინადადებით გამოდის, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცემა. ხმალაძის პროექტის თანახმად, ფარულ მოსმენაზე სასამართლოს შესაბამისი განჩინება კომუნიკაციების კომისიაში მივა და სწორედ ეს ორგანო, ელექტრონული გასაღების მეშვეობით გახსნის კომპანიასა და შსს-ს შორის დამაკავშირებელ არხს.
ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს პროცესის კონტროლის ვალდებულება დაეკისრება.