https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოსამართლე: “საქართველოს მართლმსაჯულების ტრადიცია არ აქვს“

14:12; 1.12.2014
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს საპრეზიდენტო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს 38 მოსამართლე  ევროპის ოთხ ქვეყანაში გაემგზავრება, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი, ისინი საქართველოს სხვა მოსამართლეებს გაუზიარებენ.

აპირებს თუ არა ევროპული მართლმსაჯულების სისტემების გამოცდილების გაზიარებას საქართველო, რა ხარვეზები აქვს ქართულ მართლმსაჯულებას, ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარე ბესიკ სისვაძეს ესაუბრა.

_ რა მიზანი აქვს მოსამართლეების საზღვარგარეთ ტრენიგ–სემინარებზე გაგზავნას და ხომ არ აპირებთ ამ ქვეყნების გამოცდილების გადმოტანას საქართველოშიც?

_ საქართველოს სასამართლო კორპუსის გამოწვევად კვლავ დამოუკიდებლობა რჩება, რაც ორი მიმართულებით ვლინდება – ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობა. ინსტიტუციური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ უნდა გააგრძელდეს მუშაობა.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის განვითარებას. დამოუკიდებლობა, ინდივიდუალურ დონეზე, გულისხმობს მოსამართლის თვითშეგნებას, იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პატიოსანი, გულისხმიერი, კომპენტენტური, სამოსამართლო ეთიკის ნორმების განუხრელად დამცველი. ეს სასწავლო ვიზიტები მოსამართლეთა ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გაძლიერებას ემსახურება. სასამართლო ხელისუფლება ძალაუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი ნდობიდან იძენს. სასამართლოს ხიბლი და მისთვის დავების გადაწყვეტის უფლებამოსილების გადაცემა გამომდინარეობს იმ დიდი ნდობიდან, რასაც დამოუკიდებლობა იწვევს, თუმცა ეს ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული მოსამართლეს არ აქვს საამისო თვითშეგნება. ეს ყველაფერი რომ უფრო კარგად გავითავისოთ, კარგია თუ საქართველოს მოსამართლეები თვალსაწიერს  ევროპული ქვეყნების მაგალითებზე გავიფართოვებთ. "საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" პროექტის ფარგლებში, 1-დან 13 დეკემბრის ჩათვლით, 38 მოსამართლე ოთხ ჯგუფად მიემგზავრება გერმანიაში, ავსტრიაში, სლოვაკეთსა და ლიტვაში. თითოეულ ქვეყანაში დაგეგმილია ტრენიგ–სემინარები ისეთ თემებზე, როგორებიცაა – მოსამართლის როლი და დანიშნულება, საზოგადოების ცნობიერების ფორმირებისა და  განვითარების, ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და განმტკიცების თვალსაზრისით; მოსამართლის დამოუკიდებლობის სტანდარტი; საზოგადოების ნდობის მოპოვებისა და განვითარების წანამძღვრები; მოსამართლის უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები; პროფესიული სასამართლოს ინსტიტუტი; კანონიერებისა და სამართლიანობის ურთიერთმიმართება; დარგობრივად მნიშვნელოვანი და აქტუალური სამართლებრივი საკითხების (თემების) ანალიზი; წარსული გაანალიზების ტრეინინგი და სხვა. ქართველი მოსამართლეები შეხვდებიან ევროპელ მოსამართლეებს, გაეცნობიან სხვადასხვა სასამართლოებში მუშაობის სპეციფიკას და დაამყარებენ პროფესიულ კავშირებს. გარდა ამისა, მოსამართლეები შეხვდებიან ადგილობრივ მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლებს.

_ ვინ აფინანსებს ამ პროექტს?

_ დამფინანსებელი საქართველოს საპრეზიდენტო ფონდია. საქართველოში ეს არის იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის ზრუნავს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპრეზიდენტო ფონდიდან დაფინანსდა ასევე მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ის პროექტები, რომელთა განხორციელებაზეც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია და იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

_  240 მოსამართლეა ქვეყანაში, როგორ შეარჩიეთ სემინარებში მონაწილე მოსამართლეები?

_ სამი მიმართულებით გაკეთდა არჩევანი. პირველ რიგში გავითვალისწინეთ ახლად დანიშნული მოსამართლეების ინტერესები და ყველა ის მოსამართლე, რომლებმაც მოსამართლის სტატუსით პირველად შემოდგეს ფეხი სასამართლო კორპუსში, მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ სასწავლო ვიზიტებში. ასეთი ცხრა მოსამართლეა. „საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციიდან“ შეირჩა 14 წევრი და მათგან 10 მოსამართლე აარჩია აღნიშნული ასოციაციის გამგეობამ. ასოციაცია ”საქართველოს მოსამართლეთა ერთობიდან” კი, 15 წევრი მიემგზავრება, თუმცა ასოციაციის გამგეობის არცერთი წევრი არაა ამ შემადგენლობაში. მოსამართლეთა შერჩევისას აქცენტი გაკეთდა იმ მოსამართლეებზე, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ და ან ნაკლებად ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ უცხოეთში დაგეგმილ სასწავლო ვიზიტებში.  გერმანიაში, სლოვაკეთსა და ლიტვაში 10-10 მოსამართლე მიემგზავრება,  ავსტრიაში კი, – 8.

1-6 დეკემბრის კვირაში  ჯგუფები მიდიან ავსტრიასა და სლოვაკეთში, 7-13-ის კვირაში გერმანიასა და ლიტვაში.  ასეთი შერჩევის წესით გვსურდა, ჩვენი კოლეგებისათვის გვეჩვენებინა საკითხისადმი ობიექტური მიდგომა. წარსულიდან გვახსოვს, რომ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში უცხოეთში პრაქტიკულად ერთიდაიგივე ხალხი მიდიოდა და ისინი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დანიშნული ან მათთან დაახლოვებული მოსამართლეები იყვნენ.  მოსამართლეები არც დარგობრივად დაგვიყვია. დამოუკიდებლობა ყველა მოსამართლისთვისაა აუცილებელი. მიემგზავრებიან როგორც სისხლის სამართლის სპეციალისტები, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის დარგში მოღვაწე მოსამართლეები.

_ ხშირად საუბრობდნენ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხის სისუსტეებზე. რამდენად შეუწყობს ხელს უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები და ევროპული ქვეყნების პრაქტიკის გაცნობა დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას?

_ საქართველოს არა აქვს მართლმსაჯულების ტრადიცია. შესაბამისად, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და მისი შენარჩუნების გამოცდილებაც ნაკლებია. სასამართლოს დამოუკიდებლობა წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაა. მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეს შორის ურთიერთობა. ერთი შეხედვით, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, მაგრამ თუ სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნებოდა, ამაში როგორც წესი, სასამართლოს თავმჯდომარეებს იყენებდნენ.  ადმინისტრაციული ფუნქცია მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ სამოსამართლო საქმიანობისაგან. თავმჯდომარეობა რომელიმე მოსამართლის უფროსობას არ ნიშნავს. თავმჯდომარეობა მოსამართლის დამატებითი ტვირთია, რათა საქმის განმხილველ მოსამართლეს კომფორტული გარემო შეექმნას დავის სწორად, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად გადაწყვეტისათვის. მაგალითად, გერმანიაში პროფესიული სასამართლო არსებობს, რომელიც ჩვენს რეალობაში არ არის. ის განიხილავს მოსამართლესა და თავმჯდომარეს შორის ურთიერთობისას წარმოქმნილ კონფლიქტებს.

_ ხშირად არის ქართული სასამართლოს სისტემაში მსგავსი კონფლიქტები?

_ ხშირად აღარ არის, მაგრამ იყო თავის დროზე. თუმცა საფრთხე იმისა, რომ თავმჯდომარეები ვინმემ კვლავ გამოიყენოს მოსამართლეზე ზეწოლის ინსტრუმენტად, ადვილად აღმოსაფხვრელი არაა და ამისათვის აუცილებელია მოსამართლეთა ინდივიდუალური თვითშეგნების გაზრდა და ამგვარი მანკიერი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, ასე ვთქვათ, იმუნიტეტის გამომუშავება.   

_ ხომ არ იგეგმება პროფესიული სასამართლოს შექმნა, როგორც ეს გერმანიაშია?

_ ჯერჯერობით, სასამართლოს სისტემაში პროფესიული სასამართლოს შექმნის იდეა მომწიფებული არ არის, მაგრამ თუ ამ საკითხს კარგად შევისწავლით და გავათვითცნობიერებთ, შესაძლოა, ესეც დადგეს დღის წესრიგში. ჯერჯერობით, საფუძვლების გაგება გვინდა, ურთიერთობის რა სტანდარტებია სხვა ქვეყნებში. დამოუკიდებლობა მარტო სასამართლოს თავმჯდომარესთან ურთიერთობა არ არის, დამოუკიდებლობის სტანდარტები სამოსამართლო ეთიკიდან გამომდინარეობს, გვაქვს საერთაშორისო ნორმატიული აქტი  მოსამართლეთა ქცევასთან მიმართებით – ბანგალორის პრინციპებს ვგულისხმობ, მაგრამ ამ პრინციპებით ხელმძღვანელობის მწირი პრაქტიკაა საქართველოში. სწორედ ახლა ვიწყებთ ამ ნორმების  პრაქტიკაში იმპლემენტაციას. სხვა ქვეყნების გამოცდილება კი მოგვცემს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული კანონებში ცვლილებებზეც ვიფიქროთ.

_რა არის ქართული მართლმსაჯულების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი უცხოეთის ქვეყნების პრაქტიკიდან?

_ მაგალითად, დისციპლინარულ სამართალწარმოებაში იმდენად მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, რომ რომ შესაძლებელია, მათი პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენს კანონში შევიტანოთ ცვლილებები. მაგალითად, რა ითვლება, დისციპლინურ გადაცდომად? რა არის დისციპლინარული სამართალწარმოების მიზანი – მოსამართლის დასჯა თუ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა? ეს ყველაფერი ჩვენი მართლმსაჯულებისთვისაც მნიშვნელოვანია.

_ ამას ხომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ისედაც არეგულირებს?

_ ეს არის ჩვენს მიერ არჩეული ორგანო, რომლის უპირველესი მოვალეობაცაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე ზრუნვა, მაგრამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებმა არ უნდა ვიზრუნოთ სამოსამართლო საქმიანობის დახვეწა–გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ხედვები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც წარედგინება. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტთანაც და შესაძლებელია ჩვენი წინადადებები პარლამენტსაც მივაწოდოთ. მოსამართლის აქტიურობას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სანდოობის მაღალი ხარისხის მქონე სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

იბრაჰიმოვიჩი „ბაიერნში“ გადასვლაზე ოცნებობს

თბილისის საკრებულოს წევრებზე რვა თვეში 1 247 206 ლარის პრემია გაიცა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო