რამდენიმე დღის წინ, პოპულარულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Rolling Stone” საკუთარ მკითხველებს შორის ორიგინალური გამოკითხვა ჩაატარა. მათ უნდა შეედგინათ წინა საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე უარესი ჰიტების ჩამონათვალი.
ამ ანტირეიტინგის სათავეში ჯგუფი “Starship”-ის ცნობილი კომპოზიცია “We Built This City” მოექცა. ეს სინგლი 1985 წლის პირველ აგვისტოს გამოვიდა და ამერიკული Billboard-ის ჰიტ-პარადის სათავეში მოექცა.
მეორე პოზიცია ჯგუფი “Europa”-ს პოპულარულმა კომპოზიციამ “The Final Countdown” დაიკავა. მან დღის სინათლე 1986 წლის თებერვალში იხილა და ერთდროულად ცხრა ქვეყნის მუსიკალურ ჩართებში გალიდერდა.
მესამე ადგილი ირლანდიელი მომღერლის კრის დე ბურგის ყველასათვის ნაცნობ სიმღერას “Lady In Red” ერგო.
წინა საუკუნის 80-იანი წლების მსოფლიო ჰიტების ე. წ. ანტირეიტინგის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. Starship – "We Built This City"
2. Europe – "The Final Countdown"
3. კრის დე ბურგი – “Lady In Red”
4. Wham! – "Wake Me Up"
5. Men Without Hats – "The Safety Dance"
6. Falco – "Rock Me Amadeus"
7. ბობი მაკფერინი – “Dont't Worry Be Happy"”
8. ტონი ბეზილი – “Mickey”
9. Taco – "Puttin On The Ritz"
10. რიკ ესტლი – “Never Gonna Give You Up”