დღეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, საკმაოდ მწვავე დებატების ფონზე წარიმართა.
თვით დღის წესრიგის დამტკიცებასაც კი დიდ წინააღმდეგობა შეხვდა დეპუტატთა მხრიდან, უმრავლესობამ მხოლოდ 16 ხმით შესძლო მისი დამტკიცება.
უშუალოდ საკითხების განხილვისას კი, სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ნაციონალთა დემარშს მხარი "რესპუბლიკელმა" რომან ბიწაძემ და "თავისუფალმა დემოკრატმა", ელგუჯა ჩხაიძემაც აუბეს.
სხდომის დატოვებაზე განცხადება "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, დარეჯან ბურჭულაძემაც გააკეთა, თუმცა იგი ბოლომდე იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში.
მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ მაინც შეძლო ქვორუმი შეეგროვებინა და ცხრავე საკითხი გაეტანა.