ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებს.
"უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ სრულად შეასრულოს ეს შეთანხმება და ევროკავშირის პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ მტკიცე ერთგულება აჩვენოს" – ნათქვამია მარტინ შულცის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმება იმ რეფორმების წინაპირობაა, რასაც შედეგად პლურალისტული, ტოლერანტული და დემოკრატიული საზოგადოების შექმნა უნდა მოჰყვეს – იმ საზოგადოებისა, რომელიც სამართლიანობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის რატიფიცირების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას გუშინ ევროპარლამენტის დიდმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, და ეს, როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგია.