საქართველოს მთავრობის განკარგულების #2361 თანახმად ქეთი მოისწაფეშვილს საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში(ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში)სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოვალეობის შესრულება დღეიდან დაეკისრა.
ქეთი მოისწაფეშვილი დაიბადა ქ. ოზურგეთში 1986 წლის 17 სექტემბერს. დაამთავრა ქ. ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა. 2003-2008 წწ. სწავლობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. 2008-2010წწ. სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში, ადმინისტრაციუ ლი-საგადასახადო სამართლის მიმართულებით.
2014წლიდან დღემდე ქეთი მოისწაფეშვილი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელია. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში იურიდიული მიმართულებით. ყავს მეუღლე და ორი შვილი.