პირველი პრეცედენტი 30 წლის მანძილზე: დღეს ბათუმიდან საკრუიზო მოგზაურობით გემი ბათუმი-სოჭი-სტამბული-ბათუმის მიმართულებით გავა.
საკრუიზო კომპანია Paradise Cruise & Ferry-ის თავის საახალწლო საკრუიზო პროგრამაში ბათუმის დესტინაცია შეჰყავს. 2014 წლის 24 დეკემბრიდან 18 იანვრამდე საახალწლო საკრუიზო მოგზაურობა განხორციელდება მარშრუტით ბათუმი-სოჭი-სტამბოლი-ბათუმი.
საკრუიზო კომპანია Paradise Cruise & Ferry-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია აჭარაში ტურისტული კომპანია "ჯემინი". ბათუმის პორტიდან საკრუიზო ლაინერ "Isabella 1"-ის პირველი გასვლა იგეგმება 24 დეკემბერს.
კრუიზი იქნება უვიზო რეჟიმით ორგანიზებული, რომლის ფარგლებშიც მოგზაურებს ერთდღიანი გაჩერების საშუალება მიეცემათ სოჭში. "Isabella 1"-ს მგზავრებს ელით გასართობი შოუ-პროგრამები, კაზინო, კაფე-ბარები, რესტორნები და დუტი ფრის მაღაზია. ბილეთის ფასში შედის დილის საუზმე, ვახშამი და ორ სადღესასწაულო ბანკეტზე დასწრება. 10 წლამდე ბავშვებისათვის კომპანია უფასო მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კრუიზით ბათუმიდან 200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.