საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი პარლამენტში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის:
_ მიუხედავად იმისა რომ კაკო ბობოხიძის გინება გახშირებულ შეურაცხყოფასა და გინებაზე პასუხი იყო და მიუხედავად იმისა რომ ჩხუბისთავები, უბრალოდ, მთვრალები იყვნენ, ასეთი რამ პარლამენტში, ცხადია, არ უნდა ხდებოდეს არც მიკროფონით და არც მიკროფონს მიღმა.
მან ამისთვის რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში და მეც მსურს მოვიხადო.
ამ სამწუხარო ინციდენტის დროს გამოჩნდა რომ უმრავლესობის დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილის ერთადერთი ფუნქცია ჩხუბი და აყალ-მაყალია. თქვენ ალბათ ვერ გაიხსენებთ მათ მიერ დასმულ აზრიან ანაც უაზრო კითხვებსა თუ გამოსვლებს გინდ ბიუჯეტზე, გინდ საგარეო პოლიტიკაზე ან რაზეც გნებავთ იმაზე. დღეს კი, უნდა უნდა გენახათ მათი ეგზალტირებული სახეები და თვალები – ისინი ხომ „ქართველობას“ იცავდნენ.
და მაინც, წლევანდელი წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სწორედ დღეს მოხდა. საქართველოს მთავრობის ფორმალურმა, მაგრამ მეთაურმა თქვა რომ პუტინი არ არის არც საქართველოს და არც უკრაინის მტერი. ამ განცხადებით იამაყებდნენ ისეთი მოღვაწეები როგორებიც იყვენენ სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და მისთანები.
ერთია ემოციები, მეორე კი ცხელ გულზე მთავარი საკითხების არდავიწყება, _ წერს კანდელაკი სოციალურ ქსელში.