საჭირო მასალა: მზა ფენოვანი ცომი; ქაშაყის ფილე ან მზა ქაშაყი ღვინის სოუსში; 1-2 ცალი ჭარხალი; მაიონეზი, ნიორი.
მომზადება: ჩაღრმავების მისაღებად, გაბრტყელებულ ცომზე დავაკრათ ცომისვე ზოლები კიდეებად, შესაწებებლად წავუსვათ ცოტა წყალი და ისე გამოვაცხოთ.
ამ კანაპეს ხანდახან, გულსართთან ერთადაც აცხობენ. გულსართისთვის მოვხარშოთ ჭარხალი, საშუალო სახეხზე გავხეხოთ, შევკმაზოთ ნივრით, მაიონეზით, გადავიტანოთ გამომცხვარ ცომზე, დავალაგოთ ქაშაყის ფილე. მოვრთოთ მწვანილით თეფში.