საჭირო მასალა: სამი ლიტრი რძე, ექვსი ცალი ლიმონი, სამი კილოგრამი შაქარი, სამი ჩაის ჭიქა სპირტი ან ორნახადი არაყი
ლიმონი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ადუღებულ რძეში, რომელშიც გახსნილია შაქარი. დავამატოთ სპირტი, მოვურიოთ. დავდგათ და ერთი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ ვურიოთ. კვირის ბოლოს ორჯერ გავწუროთ მარლაში. დავამატოთ ვანილი და თუ გვსურს, .რომელიმე სახეობის ფერი.
სტუმარს მიართვით და თქვენც მიირთვით საწრუპი ჩხირები.