ახალ წელს, მთელი მსოფლიოს მოსახლეობა განსაკუთრებული სიხარულით ხვდება. ამ დღისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი საახალწლო სუფრაა.
თითქმის ყველა ოჯახს საახალწლო სუფრისთვის საჭირო კერძების მომზადების თავისი ტრადიცია და რეცეპტი აქვს.
საახალწლო სუფრის მომზადებით ძირითადად ქალბატონები არიან დაკავებულნი, მით უმეტეს, თუ მეორე ნახევრები აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში არიან ჩამბულნი.
მაგალითად ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, როგორც "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, კულინარიული შესაძლებლობებით არ გამირჩევა და ამისთვის არც დრო აქვს. მისი საყვარელი კერძი კი, ტრადიციული საცივია.
"ზოგადად, ახალი წელი ძალიან მიყვარს. ეს დღესასწაული ჩემთვის სიახლეებთან და სამომავლო გეგმებთან ასოცირდება. სამწუხაროდ, კულინარიული შესაძლებლობებით არ გამოვირჩევი, ამისთვის დრო არც მაქვს. ამ საქმიანობით, ძირითადად, ჩემი მეუღლეა დაკავებული. ის კარგი კულინარია და მისი მომზადებული კერძები განსაკუთრებით მიყვარს. რაც შეეხება საყვარელ კერძს, ეს საცივია. ეს კერძი საახალწლო სუფრის უცვლელი ატრიბუტია და, შესაბამისად, ჩემი ოჯახის საახალწლო სუფრაზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს."
"გურია ნიუსმა" ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილისგან საფირმო გოზინაყის რეცეპტის მოპოვებაც შეძლო.
"საახალწლო სუფრის განსაკუთრებული მშვენებაა გოზინაყი და ეს არა ახალია. თუმცა მე მაქვს მისი მომზადების ოდნავ განსხვავებული მომზადების წესი იგივეა, უბრალოდ მე მოხალულ ნიგოზს ბლენდერში ვატარებ, ვადუღებ თაფლთან ერთად. ახლა იწყება მთავარი დეტალი: ვიღებ ყურძნის ან ხილის გამშრალ ფირფიტას ე. წ. ,,ტყლაპს" , ვშლი და მასზე გადამაქვს თბილი (და არა ცხელი) ნიგვზის და თაფლის მასა მთელს ფირფიტას, ხელით ვტკეპნი კარგად და ვიწყებ გადახვევას, როგორც რულეტს შემდეგ ვცჭრი სასურველ ფორმებად. ძალიან გემრიელია და ამავდროულად კომფორტული – მიირთვით და ისიამოვნეთ! დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ."
როგორც ჩვენმა გამოცემამ გაარკვია, გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ქეთი მოისწრაფეშვილი უპირატესობას სალათ "ცეზარს" ანიჭებს და მის მომზადების წესსაც გვიმხელს.
"პირველ რიგში დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ. სალათი ,,ცეზარი,, საყვარელი კერძია, რომელიც ყოველთვის კეთდება ჩვენს ოჯახში სადღესასწაულო სუფრების დროს. ინგრედიანტები: 500.გრ. პამიდორი, 1კგ ქათმის ფილე, ორცხობილას კუბიკები 2 შეკვრა, მაიონეზი გემოვნებით, სალათის ფურცელი – ორი კონა, ყველი 300 გრ.
მომზადების წესი: ვჭრით პომიდორს თხლად და ვალაგებთ თეფშზე, ზემოდან ვაწყობთ შემწვარ ქათმის ფილეს, რომელიც სპეციალურად მომზადებულ სოუსშია ამოვლებული ( აჯიკით და მაიონეზით შეზავებული ) , ზევიდან ვახეხავთ ყველს, ვაწყობთ ხელით დაქუცმაცებულ მწვანე სალათის ფურცლებს და ორცხობილის კუბიკებს. ფენა-ფენა ვასხამთ მაიონეზს, მარილს გემოვნებით. სალათს ვაძლევ პირამიდის ფორმას და ვრთავ სალათის ფურცლებითა და მაიონეზით."