ბრიტანელმა მეცნიერებმა შეძლეს გაერკვიათ, რომ წიგნი ყველაზე საიმედო საშუალებაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სტრესული რეაქციის დაძლევა.
როგორც აღმოჩნდა, კითხვა უფრო სწრაფად და კარგად მოქმედებს, ვიდრე მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, გასეირნება ან ფინჯანი ჩაი.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, სადაც სხვადასხვა მეთოდით სტრესთან ბრძოლის მეთოდებს სწავლობდნენ. აღმოჩნდა, რომ კითხვა ყველაზე მეტად (68%) ამცირებს სტრესს.
იმისათვის, რომ კუნთებმა დაისვენოს, ხოლო პულსი ნორმალური გახდეს, საკმარისი აღმოჩნდა წიგნის მდუმარედ კითხვა ექვსი წუთის განმავლობაში.
მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა სტრესის მაჩვენებელს 61%-ით ამცირებს. ფინჯანი ყავა ან თუნდაც ჩაი 54%-ით, გასეირნება 42%-ით,
ვიდეოთამაშები სტრესის დონეს მხოლოდ 21%-ით ამცირებდა. ამასთან, თამაშების დროს პულსი არ ეშვებოდა საწყის დონემდე.