2014 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 116.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 218.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 38.5 მლნ აშშ დოლარით (72.5 მლნ ლარით), ანუ 24.9 პროცენტით ნაკლებია 2013 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.1 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.
2014 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.2 მლნ აშშ დოლარი (38.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.4 მლნ აშშ დოლარისა (26.3 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.