ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინიციატივით, საახალწლო საჩუქრების შეძენისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი გამოიყო.
სასაჩუქრე პაკეტები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მრავალშვილიანებს, დევნილებსა და ხანდაზმულებს გადაეცათ. ჯამში, საჩუქარი 109 ოჯახმა მიიღო.
აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საახალწლო ღონისძიებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა, გამგებლის გადაწყვეტილებით, მხოლოდ სპეციალური სტატუსის მქონე ოჯახებს მოხმარდა.