ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების ინიციატივით, შობა-ახალი წლის დღეებში მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჯარო მოხელეები სტუმრობდნენ.
ტკბილეული, პროდუქტები, სათამაშოები _ საკუთარი და არა ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი საჩუქრები საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლებმა ოჯახებში პირადად მიიტანეს.
გოგოლესუბანში, ბუკნარში, ბასილეთში, დაბლაციხეში, გუთურში, ჯვარცხმაში, ერკეთში, ხიდისთავში, წიფნარში, კოხნარში და დაბაში მცხოვრები ათეულობით სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახისთვის სასაჩუქრე პაკეტი, რომელშიც შაქარი, პურის ფქვილი, ბურღულეული, ზეთი, ტომატი და კვებისთვის საჭირო სხვა პროდუქტები იყო, მნიშნელოვანი შეღავათი აღმოჩდა.