პირველი ქართული ავტომობილი კოლხიდა (კაზ 606) ქუთაისის ავტოქარხნის კონვეირიდან 1951 წლის 18 აგვისტოს გამოვიდა. ავტოქარხანამ 8 სახეობის სატვირთო გამოუშვა, სწორედ ქუთაისში შეიქმნა პირველად ქართველი კონსტრუქტორების მიერ შემუშავებული სახურავიანი და სალონიანი ავტომობილი. ქარხანა წელიწადში 20 000 ავტომობილს უშვებდა.
წარმოების დაწყების შემდეგ “კოლხიდა” ექსპლუატაციაში ნაკლებად გამძლე და საიმედო გამოდგა, ამიტომ მას ზედმეტსახელი “შინმოუსვლელი” უწოდეს.