ლევან ღვინჯილია სოციალურ ქსელში თავისი საცხოვრებელი სახლის დაკარგვასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ყველას დიდი მადლობა, ვინც შეწუხდა ჩემი ოჯახის პრობლემებისა გამო, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ: არაა საჭირო სიტუაციის იმაზე მეტად დამძიმება, ვიდრე რაც არის სინამდვილეში: ჩვენ არავის არ გამოვუსახლებივართ, არამედ ვალების გასასტუმრებლად გავყიდეთ ბინა, რომელშიც გაზაფხულამდე შეგვიძლია ვიცხოვრო და მერე უნდა დავცალოთ. გთხოვთ, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პრობლემას სკანდალად ნუ ვაქცევთ!"