2011 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებმა ვაჟა მახარაძემ თავის საკარმიდამოში ნაკვეთში მეხუთე საუკუნის ეკლესია და ბოლნური ჯვარი აღმოაჩინა. ვაჟა მახარაძე“ გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ამ არქეოლოგიური ძეგლით ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.
ბოლნური ჯვარი, ვაშნარის ნაქალაქარი, ოზურგეთის აბანოები, – ისტორიკოსის მანანა ლომაძის თქმით მიგვანიშნებს იმაზე, რომ ოზურგეთს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს.