ლანჩხუთში აგარაკის უბნის თავზე მდებარე ტყეში ხანძარი გაჩნდა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, ვახტანგ ზენაიშვილის ინფორმაციით ხანძრის კერა მეხანძრეებმა იმ ღამესვე გაანეიტრალეს.
"როგორც სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლის შემდეგ გაირკვა, იწვოდა მიწაზე დაყრილი ხმელი ფოთლები და ბუჩქები. მდგომარეობა საგანგაშო არ ჩანდა, რადგან გამორიცხული იყო ცეცხლი თავად ხეებს მოკიდებოდა. ამიტომ სამსახურმა გადაწყვიტა დილით გაეგრძელებინა სამუშაოები, თუმცა მოსახლეობაში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მაინც ღამე გადაწყვიტეს მეხანძრეებმა რთულ პირობებში ხანძრის ჩაქრობა და რამდენიმე საათში მოახერხეს კიდეც მისი ლოკალიზება"- განაცხადა ზენაიშვილმა.