სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე "EMITT 2015" საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით "საუკეთესო შოუს წარმოდგენისათვის" დაჯილდოვდა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოდგენილი და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალების მრავალფეროვნებითა და ქართული ფოლკლორული სიმდიდრის წარმოჩენით გამოირჩეოდა.
ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვიზიტორებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილები მასპინძლობდნენ აჭარის სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით.