"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ პატრულის თანამშრომლებს მოქალაქე იარაღით ემუქრება.
მოქალაქე პოლიციას ეწინააღმდეგება, გაჩერების შემდეგ კი და საბუთების ჩვენებაზე უარს აცხადებს.
"ზურა ვარ ბერიკაშვილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. პოლკოვნიკი ვარ რა დარღვევა", _ მიმართავს პირი პატრულის თანამშრომელს.
კადრებში ასევე ჩანს, რომ მოქალაქე იარაღის ამოღებას ცდილობს, სამართალდამცავების რეაგირების შემდეგ კი ამბობს, რომ მას იარაღი ამოუვარდა.
ცნობისთვის, კიდევ ერთი ვიდეო ჩანაწერი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გაავრცელა, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლისა და ერთ-ერთი მოქალაქის საუბრია ჩაწერილი.
მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს.