დიდი კამათია მეცნიერებს შორის იმის შესახებ, ამცირებს თუ არა სიცოცხლის ხანგრძლივობას მობილური ტელეფონი. ამასობაში კი ავსტრალიელმა მეცნიერებმა საინტერესო სიახლეს ახადეს ფარდა: ჩვენი მეგობარი ტელევიზორი… დიახ, სწორედ ის ტელევიზორი, ურომლისოდაც ჩვენი ყოველდღიურობა ვეღარ წარმოგვიდგენია, სინამდვილეში მტერი ყოფილა და, თანაც, როგორი!
ცისფერი ეკრანის წინ გატარებული ყოველი საათი ოცდაორ წამ სიცოცხლეს გვართმევს. საბოლოოდ კი, დღეში ექვსი საათის განმავლობაში ეკრანს მიჯაჭვულნი სიცოცხლეს მინიმუმ ხუთი წლით იმოკლებენ.
რვა და ათი საათი ზუსტად 12 წლით მოგიახლოებთ აღსასრულს. სხვათა შორის, ექიმებიც ადასტურებენ იმას, რომ ტელევიზორომანია არანაკლებ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მოწევა, ღორმუცელობა, ცხოვრების პასიური წესი.
თუ ავსტრალიელი მეცნიერები არ ცდებიან და ეს ყველაფერი მართალია, ხომ წარმოგიდგენიათ, რა სიურპრიზებს უნდა ველოდეთ კომპიუტერისგან, მობილურ ტელეფონებსა და ტელევიზორებზე გაცილებით დახვეწილი ტექნიკისგან.
ადამიანი თავად ითხრის სამარეს და ეწირება იმას, რითაც თითქოს ცხოვრებას იხდის საინტერესოს.