ამ წუთებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხეში ტყე იწვის.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
"ამ წუთებში ვცდილობთ ხანძარს ადგილობრივი ძალებით გავუმკლავდეთ. თუ საჭირო გახდა დამატებით ძალებსაც გამოვიძახებთ, _ გვითხრა კუჭავამ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.