"რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძის განცხადებით, კოალიცია "ქართულ ოცნებას“ გამართვა სჭირდება. ასევე, უზრუნველსაყოფია მისი დემოკრატიულობა და ეფექტურობა.
ამის შესახებ სამნიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, კოალიციური თანამშრომლობა და კოალიციურობა, ყველა დონეზე კოალიციურ თანამშრომლობას ნიშნავს.
"სულ უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ მართალი იყო "რესპუბლიკური პარტია“, როცა კოალიციის რეფორმირებაზე საუბრობდა.
გვაქვს უკვე გამოხმაურება კოალიციური პარტნიორებისგან.
საუბარია სწორედ იმ რეფორმებზე, რასაც ხაზს უსვამდა ჩვენი პარტია და რომელიც კოალიციის გაუმჯობესებას ნიშნავს", _ განაცხადა სამნიძემ.