როგორც ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტებმა გვიჩვენეს, თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ შეძლებენ, ხელახლა დაუბრუნდნენ შეტყობინებულ ფაქტებს, ისინი მიდრეკილნი არიან, დაიმახსოვრონ, სად ეძებონ ეს ფაქტები და არა ის, სახელდობრ, რა შინაარს შეიცავს მიღებული ინფორმაცია.
კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი ბეტსი სპეროუ ამტკიცებს, რომ ინტერნეტი თავისებურ ტრანსაქტიურ მეხსიერებად იქცა.
ტრანსაქტიური მეხსიერების თავდაპირველი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ პიროვნების პირადი მეხსიერების გარდა, არსებობს თავისებური „გარეთა საწყობები“ სხვა ადამიანებში.
სპეროუს თანაავტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დენიელ უეგნესი, რომელმაც პირველად წამოაყენა ტრანსაქტიური მეხსიერების კონცეფცია 1985 წელს, თავის სტატიაში წერს: „არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ექსპერტებს გარკვეულ სფეროში და ვაკისრებთ მათ პასუხისმგებლობას გარკვეულ ინფორმაციაზე. წყვილებიც, ხანგრძლივი ურთიერთობის დროს, ეყრდნობიან ერთმანეთის ინფორმაციას. ახლა კი მიმაჩნია, რომ ასეთი ტრანსაქტიური მეხსიერების ფორმად ინტერნეტი გადაიქცა, რადგან, როდესაც მათ რთულ შეკითხვებს აძლევენ, პირდაპირ კომპიუტერზე ფიქრს იწყებენ“.
ექსპერიმენტის დროს მონაწილეთა ერთ ჯგუფს მისცეს გარკვეული ფაქტების ნაკრები და შესთავაზეს, ეს ინფორმაციები გარკვეული „ფაილების“ მიხედვით დაელაგებინათ მეხსიერებაში. მეორე ჯგუფი კი გააფრთხილეს, რომ ამ ინფორმაციებს მეორედ ვერ მიიღებდნენ. აღმოჩნდა, რომ მეორე ჯგუფის წევრებმა მნიშვნელოვნად მეტი ინფორმაცია დაიმახსოვრეს.
პირველ ჯგუფს ფაქტები ნამდვილად არ ახსოვდათ, სამაგიეროდ, მშვენივრად იცოდნენ, სახელდობრ, სად მოათავსეს ინფორმაცია. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანების მეხსიერება კი არ გაუარესდა, უბრალოდ, ჩვენ ახლა სხვანაირად, ანუ, ხელმისაწვდომად ვინახავთ ინფორმაციას.