4 თებერვალს, ჩოხატაურის გამგეობაში, ორგანიზაცია "მშვიდობის კორპუსმა" გამართა შეხვედრა ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის მისიაა, ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით, საქართველოს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაში წვლილის შეტანა, ახალგაზრდებზე, ქალებსა და დაუცველ მოსახლეობაზე ყურადღების გამახვილებით.
შეხვედრის მიზანი გახლდათ ორგანიზაციული განვითარება _ ორგანიზაციები განავითარებენ მდგრად პროექტებს, უკეთ წარმართავენ რესურსებს და ითანამშრომლებენ სხვებთან საკუთარი მიზნების და თემის სასიკეთოდ.