სოციალურ ქსელებში, ჯგუფ "მაშინა ვრემენის" ფრონტმენმა ანდრეი მაკარევიჩმა კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს:
„უძილობისგან დილის ოთხ საათამდე ტელევიზორთან ვიჯექი. ყველას უნდა, რომ უკრაინაში ომი დამთავრდეს: ჩვენ, ევროპას… ამერიკელებს არ უნდათ! ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ! ნუთუ ჩვენ მათ დავუჯერებთ?! მოდით, რა, დავამთავროთ ომი უკრაინაში!“ _ მიმართავს პუტინს მაკარევიჩი, რომელმაც ამ დღეებში ახალი სიმღერა დაწერა: "რა არ გყოფნით, თანამემამულეებო?!" _ კითხვას სვამს მაკარევიჩი სიმღერაში.