კულტურის გაერთიანების ცენტრში, რომლის შექმნაზეც დასტური ლანჩხუთის საკრებულომ გასული წლის სექტემბრის ბოლოს გასცა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და დღემდე გაურკვევლობაში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩამოყალიბებული სამსახურის სტრუქტურა და ოფიციალურად არც უფროსია დანიშნული, შტატები მაინც იზრდება.
ამ ჯერზე ცენტრში პრესასთან ურთიერთობის დარგში ახალი შტატი დაუშვეს, სადაც იამზე ჩხაიძე დაინიშნა. ჩხაიძე აქამდე მუნიციპალიტეტის გამგეობაში მთავარი სპეციალისტის პოსტს იკავებდა საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის დარგში. მან საკონკურსო-საატესტატო გამოცდებისას დაწესებული მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად, საჯარო მოხელეობის დათმობა მოუწია.