დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: ლარი ისევ გაუფასურდა, პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა და მოსახლეობა ხელისუფლებისგან მოქმედებას ითხოვს; რა პირობებში ცხოვრობს სოფელ მერიაში მარტოხელა დედა; რას გვპირდებოდნენ პოლიტიკური პარტიები 1999 წლის არჩევნების წინ და რა ხდებოდა მაშინ, როცა საქართველოს პრეზიდენტს თავისი პარტია ჰქონდა.
ამავე გადაცემაში ნახავთ _ რატომ ფიქრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე, რომ ოზურგეთი „გაბანძებულია“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას „შტერი“ თანამშრომელი ჰყავს; აქვს თუ არა კავშირი მის მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს პირად წყენასთან; ამოფარებულია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე; რატომ შეიძინეს ავტომანქანები პირდაპირი შესყიდვის წესით და რისთვის აფრთხილებს მკაცრად და უკანასკნელად ოზურგეთის გამგებელი ოპონენტს.