ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალზე, ქართულ-ესტონური პროექტი – ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ნომინანტებს შორის მოხვდა.
მანდარინები ოსკარზე ესტონეთმა წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ "მანდარინები" არაა პირველი ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი.
1996 წელს, ნანა ჯორჯაძის ქართულ-ფრანგული ფილმი – "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" ოსკარზე იყო ნომნირებული.
აღსანიშნავია, რომ ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს პიერ რიშარი ასრულებდა.
იმას, რომ "მანდარინები" პირველი ქართული ფოლმი არაა, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი, ადასტურებს რეჟისორი ელდარ შენგელაიაც.
"მანდარინები" არ არის პირველი ფილმი, რომელიც ოსკარზე წარადგინეს, მანამდე ეს წარმატება რეჟისორ ნანა ჯორჯაძესაც ხვდა წილად.
როცა ასეთი პატარა ქვეყნის ფილმი ოსკარზეა წარდგენილი, ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა."
ცნობისთვის, ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიალი 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.