ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება და ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარდგენა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა.
„ვინაიდან შიდა აუდიტის სამსახური მექვემდებარება მე, როგორც დედაქალაქის მერს, მინდა დავავალო, დავიწყოთ სამი სამსახურის – ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება. ძირითადად ეს ეხება დოკუმენტბრუნვას და დავალებების ოპერატიულად შესრულებას. სამსახურები ჩვეულებრივ დადგენილი წესებით და პროცედურებით შემოწმდება.“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, პერიოდულად მერიის სხვა სამსახურებიც შემოწმდება.