საჭირო მასალა: 200 გრამი ქიშმიში, ნახევარი ლიტრი რძე, ექვსი ცალი კვერცხი, სამი ჭიქა შაქარი, ერთი ჩაის კოვზი სოდა ძმრით, 6 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, ვანილი (ბისკვიტისთვის). ერთი მოზრდილი ფილა შოკოლადი.
კრემისთვის: ნახევარი ლიტრი რძით მომზადებული ფაფა, ერთი ცალი მოხარშული შედედებული რძე, 150 გრამი კარაქი, სამი ჩაის კოვზი უნალექო ყავა.
ქიშმიში გავატაროთ და ორი საათით დავალბოთ ნახევარ ლიტრ ანადუღარ რძეში. კვერცხითა და შაქრით გავაკეთოთ გოგლიმოგლი. კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ გაწურული ქიშმიშის მასა დავამატოთ, კვლავ კარგად ავურიოთ. დავამატოთ სოდა ძმრით და თანდათან შევურიოთ ფქვილი. გამოვაცხოთ პერგამენტდაფენილ ქვაბში, ჰაერღუმელში. დაახლოებით, ნახევარი საათი სჭირდება.
შემდეგ მოვამზადოთ კრემი: შედედებული რძე და კარაქი კარგად ავთქვიფოთ უნალექო ყავასთან ერთად, შემდეგ ავურიოთ ფაფას. დავუმატოთ ვანილი.
ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, დავნამოთ, წავუსვათ კრემი და მთლიანად დავფაროთ გახეხილი შოკოლადით.