საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ გაიოზ თალაკვაძე დაინიშნა. თალაკვაძემ ამ პოსტზე დავით ლომიძე შეცვალა , რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, თალაკვაძე სამინისტროში ძირითადად საფინანსო, იურიდიულ, დასაქმების, ტრეფიკინგის საკითხებს გაუწევს კურატორობას.
თალაკვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.
მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თალაკვაძე,პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, 2 მარტს დაინიშნა, თანადებობაზე მუშაობას კი, გუშინ შეუდგა.