მეცნიერები ერთ დასკვნამდე მივიდნენ: ორგანიზმის სიბერეს იწვევს ნაწლავური ჩხირების სიმრავლე. რაც უფრო ემატება ადამიანს ასაკი, მით უფრო იზრდება ნაწლავური ჩხირების რაოდენობა, ეს კი საბოლოო ჯამში გვართმევს ახალგაზრდულობას და ცუდ პერსპექტივას გვისახავს.
რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? პასუხი მარტივია. ყოველდღე უნდა მივიღოთ ერთი ჭიქა მაწონი.
მაწონი ადვილად უმკლავდება ჩხირებს და გვიხანგრძლივებს ახალგაზრდულ წლებს.
რაც უფრო მჟავეა მაწონი, მით მეტია მისი ძალა. ასე რომ, ორი-სამი დღის მაწონი მშვენიერია. თუ მჟავეს ვერ ჭამთ, მაშინ ახალი მიირთვით.