ლანჩხუთის "გურიამ" კიდევ ერთი საშინაო 3 ქულა მიითვალა საკუთარ აქტივში და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე ამაღლდა. მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწია სტუმრობა მძიმე ფინანსურ პირობებში მყოფ "მეტალურგს", რომლის თამაში საერთოდაც სათუო იყო. გუშინ გვიან ღამით გადაწყვიტეს რუსთაველებმა პროტესტის მიუხედავად თამაში და ამ ფონზე ცოტა არ იყოს გასაკვირიც იყო მათი გამართული ბურთაობა "ევგრაფ შევარდნაძეზე".
დიახ, ვარლამ კილასონიას ახალგაზრდულმა გუნდმა ყველაფერი იღონა ლანჩხუთში არ წაეგო, მაგრამ კლასმა და გამოცდილებამ მაინც თავისი გაიტანა. მატჩის ბედი პირველი ტაიმის მე-18 წუთზე თორნიკე მოსიაშვილის მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.
მთლიანობაში "გურია" ჯობდა მეტოქეს და შედეგიც ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ ერთ-ორ ეპიზოდში რუსთაველებისთვის იღბალს ზურგი რომ არ ექციათ, ვინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. თუმცა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა უფრო დამაჯერებელი იყო.
"გურიამ" მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: გოგუაძე – ჭეიშვილი, ცინცაძე, კილაძე, მჭედლიშვილი -ინგოროყვა, ღაღანიძე( გაბრიჩიძე 89), მოსიაშვილი, ზაზულია, შალამბერიძე (ბენაშვილი 90) – შეველი (მათიაშვილი 89).