დღეს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ნათია შარაშენიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე უჩიოდა.
ქალაქ ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ნათია შარაშენიძის წინააღმდეგ ერთი თვის წინ შეიტანა სარჩელი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში.
"აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონო ჩაწერილი ყოფილა ქალაქ თბილისში და აქედან გამომდინარე მოგვიხდა განცხადების გაგზავნა დედაქალაქში.
იმიტომ ვუჩივი ნათია შარაშენიძეს, რომ ყოველდღე, თითქმის სისტემატურ რეჟიმში ახალ-ახალ ცილისწამებლურ ბრალდებებს მიყენებს. კონკრეტულად ვუჩივი იმისათვის, რომ მან გააკეთა განცხადება, თითქოს ქალაქ ოზურგეთის მერმა, ოთხი თვის მანძილზე მოიხმარა 27 000 ლარის საწვავი. ეს არის ტყუილი და მე მოვიხმარე 3 348 ლარის საწვავი". _ გვითხრა ბეგლარ სიორიძემ.