პროექტ "განავითარე ბიზნესის“ ფარგლებში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ადგილობრივ ფერმერულ გაერთიანებასთან შეხვედრა გამართა.
გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ნიქოზში ადგილობრივ ფერმერულ გაერთიანებასთან გამართული შეხვედრის მიზანი, ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ფერმერული გაერთიანება "ნიქოზის“ შემდგომი განვითარებისთვის სამოქმედო ნაბიჯების დასახვა იყო.
"აფბას“ წევრებმა სოფელ ნიქოზში დაახლოებით 20–მდე მცირე მეურნეობა დაათვალიერეს, მათ უმრავლესობას, სახელმწიფოს მხარდაჭერის სემთხვევაში სერიოზული პოტენბციალი გააჩნია.
_ განსაკუთრებით საინტერესოა სანერგე მეურნეობების განვითარება, რაც არა მარტო კონკრეტული ბიზნესების განვითარებას უზრუნველყოფს, არამედ, მთლიანად რეგიონს უზრუნველყოფს ახალი, თანამედროვე მეთოდოლოგიით გამოყვანილი ჯიშებით, _ აღნიშნავენ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში"
"აფბას“ პოზიციით, რეგიონში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საგანმანათლებლო საქმიანობას, საუბარია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში თანამედროვე ცოდნის გადმოტანაზე ადგილოვრივ პრაქტიკაში. ამისთვის აუცილებელია, ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების ჩართვა პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე, აუცილებელია ტრენინგები და სხვა გადასამზადებელი ღონისძიებები მოეწყოს ადგილებზე, იქაურ გარემოში ადაპტირებულ ცენტრებში.
ნიქოზში გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა სახასიათო პრობლემა, ადგილობრივ ფერემერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებზე, შესაბამისად, არ აქვთ წვდომა იმ სიკეთეებზე, რასაც ეს პროგრამები გულისხმობს.
"აფბა"-ში განმარტავენ, რომ ნიქოზში ადგილობრივი ფერმერების მიერ დასმული პრობლემები სრულად შეესაბამება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ პროგრამას "დანერგე მომავალი“, შესაბამისად, ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ფერმერული გაერთიანება "ნიქოზის“ მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც სწორედ სანერგე მეურნეობების განვითარებასა და ადგილზე თანამედროვე ტრენინგცენტრის მოწყობას გულისხმობს.