გურია იმ რეგიონებს შორის მოხვდა, სადაც ბიუჯეტი ყველაზე კარგად აითვისეს _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა.
პრემიერი განსაკუთრებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მუშაობითაა კმაყოფილი:
"კახეთის რეგიონში მინდა გამოვყო რამდენიმე მუნიციპალიტეტი _ თელავი, გურჯაანი, დედოფლისწყარო, მათ აქვთ ათვისება 93-94 %-ის ფარგლებში.
სამცხე-ჯავახეთში გამოვყოფ ახალქალაქს, ახალციხეს, ბორჯომს და ადიგენს _ მათი ათვისება 95%-ის ფარგლებშია; იმერეთში _ ბაღდათი, ხარაგაული, თერჯოლა, საჩხერე, ხონი და ჭიათურა. მათ ასევე კარგი ათვისება აქვთ. კარგი მაჩვენებელია ქვემო ქართლში _ დმანისში, წალკაში, ბოლნისსა და მარნეულში. სამეგრელოს მუნიციპალიტეტსა და ზემო სვანეთში აქვს 100%-იანი ათვისება ხობის მუნიციპალიტეტს, ასევე სენაკს, აბაშას და ზუგდიდს; ასეთივე კარგი მდგომარეობაა გურიაში _ ჩოხატაურში, ოზურგეთი, და აჭარაში _ შუახევსა და ხელვაჩაურს აქვს 99%-იანი ათვისება, ხულოს კი _ 98%; შიდა ქართლში გამოვყოფ კასპის მუნიციპალიტეტს.
დანარჩენ რაიონებს უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ და მინდა ეს სასწრაფოდ გამოასწოროთ წელს", _ განაცხადა პრემიერმა.