სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის (აბულაძე) ქადაგებას, რომლის ვიდეოკადრებიც ფეისბუქში გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოყვა.
ეპისკოპოსის განცხადებით, უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანდება, რომელსაც მირონცხებული მეფე ეყოლება: _ უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი გაერთიანდება და ჩვენ ამისათვის უნდა ვილოცოთ, _ ქადაგებს მეუფე
მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ "დასავლეთს, ამერიკელებს და კათოლიკურ სამყაროს უხარია, როცა უკრაინაში მართლმადიდებლები ხოცავენ ერთმანეთს და ამიტომ ხელს უწყობენ ძმათამკვლელ ომს".
მეუფის თქმით, "ის ქართველები, რომლებიც დღეს რუსეთსა და ბელორუსს ლანძღავენ, ნამდვილი ქართველები არ არიან".