გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო საქართველოს ბაზარი რამდენიმე უცხოურმა ბრენდმა დატოვა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ბრენდები მოითმენენ: _ საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდების საქონლის რეალიზაცია გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება შემცირდეს, მაგრამ სერიოზულმა ბრენდებმა, არ მგონია, რომ დატოვონ ქვეყანა. ისინი მოითმენენ და მერე იმუშავებენ, _ თქვა ტყემალაძემ "კურიერთან" საუბრისას.