https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბულინგი – ძალადობა ბავშვებში და მისი გამომწვევი მიზეზები

18:03; 18.03.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბულინგი- ბავშვთა ძალადობა, აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. რა არის ბავშვთა სისასტიკის მიზეზი? ვინ არის პასუხისმგებელი მსგავსი მოვლენების პრევენციაზე? როგორია სკოლის, ოჯახის და მთლიანად საზოგადოების როლი პრობლემის დროულად შეფასებასა და აღმოფხვრაში? რა ზომები უნდა იქნას მიღებული, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ ბულინგის საფრთხე? _ ამ თემებზე "სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის" DVV International-ის მიერ 15 მარტს გამართული  დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს.

დისკუსიის – "ბულინგი – ვინ არის პასუხისმგებელი?" – ერთ-ერთმა მომხსენებლმა, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა მაია ცირამუამ კონკრეტული მაგალითები წარმოადგინა, რომლებიც სკოლებში მოხდა.

"მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის დამცირების მაგალითი ერთმა მოსწავლემ მიამბო: "ჩემი მასწავლებელი მარტო ოჯახის წევრებს არ აყენებს შეურაცხყოფას, ერთი კლასელი მყავს, ებრაელია და წინა პარასკევს ასე გვითხრა, ყველას ქრისტიანულ შაბათ-კვირას გისურვებთ. ებრაელ გოგონას კი მიმართა: რა თქმა უნდა, შენ – არაო. მან ეს მშობლებს უთხრა. მშობელმა პასუხი მოსთხოვა მასწავლებელს: მე არ მინდა,  ჩემი შვილი ასე გაზარდოთო, მაგრამ მერე სერიოზულ იზოლაციაში მოხვდა ეს ბავშვი  და კიდევ უფრო გარიყეს.

იყო ასეთი მაგალითიც: ერთი ფემინური გარეგნობის ბავშვი გაირიყა კლასიდან და ამის წინაპირობა იყო ის, რომ მასწავლებლებმა ამოიჩემეს.  კლასი აყვა მასწავლებელს და ბოლოს ამ ბავშვმა სკოლაში სიარულს თავი დაანება. ერთ-ერთი მშობელი ამბობდა: "ძალიანაც კარგია, სკოლაში რომ არ დადის, შვილებს მაინც აღარ მოგვიწამლავსო", _ ჰყვება მაია ცირამუა.

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელის თქმით, ხშირად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების წინააღმდეგ ამხედრდებიან-ხოლმე მშობლები და პირდაპირ ითხოვენ სკოლის დირექციიდან, რომ ეს ბავშვი გარიცხონ სკოლიდან. იზოლაციაში მოაქციონ, იმ მიზეზით, რომ არ უნდათ,  მათი შვილები ასეთი ბავშვების გვერდით სწავლობდნენ.

ფსიქოლოგ ლევან ზარდალიშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევები არასწორი აღზრდის შედეგია.

"ხშირ შემთხვევაში, ძალადობა იმიტომ ხდება სკოლებში, რომ არ ვიცით, როგორ აღვზარდოთ ბავშვები, არც ჩვენ და არც ჩვენმა მშობლებმა. სამწუხაროდ, დღევანდელი სკოლა უუნაროა, სწორად შეაფასოს ბულინგი და სწორი რეაგირება მოახდინოს მასზე.  მე თვითონ მინახავს, რომ მასწავლებლები თავად ვერ ამჩნევენ, რომ მათ წინ ვიღაც ბულინგის მსხვერპლია. ან თუ ამჩნევენ, ცელქობას მიაწერენ, რიგ შემთხვევებში არ იციან, როგორ მოიქცნენ.  საზოგადოება, სკოლა, ოჯახი ერთობლივად უნდა ჩაებას ამ პრობლემის მოგვარების საქმეში", _ აცხადებს ფსიქოლოგი.

მაია ცირამუას მიაჩნია, რომ სკოლებში ძალადობას ღრმა ფესვები აქვს:

"ჩვენი საზოგადოება ტოლერანტულია აღზრდის ძალადობრივი სტილის მიმართ. ჩვენი მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ აღზრდის ძალადობრივი ფორმები უფრო მისაღებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან  ბულერი შეიძლება თავად იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. 2006 -2012 წლების პოლიტიკას თუ გადავხედავთ, ნულოვანი ტოლერანტობა ბავშვებზეც გავრცელდა და 2005 წელს ავჭალის დაწესებულებაში თუ 25-მდე მოზარდი იმყოფებოდა, 2006 წლიდან ეს რიცხვი გაიზარდა და რაღაც პერიოდში 200-საც კი მიაღწია. ეს მოხდა არამარტო იმიტომ, რომ გაიზარდა ძალადობა, არამედ სახელმწიფო პოლიტიკა იყო ასეთი. ბავშვებს ხშირად  რიცხავდნენ სკოლიდან კონფლიქტების გამო", _  ამბობს ცირამუა.

რაც შეეხება პრობლემიდან გამოსავალ გზებს, სპეციალისტები, პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე აკეთებენ აქცენტს. სკოლებში ძალადობის შემთხვევებზე კი განათლების სამინისტროს ურჩევენ, რომ მაქსიმალურად ჩაერთოს. მანდატურის სამსახურის არსებობას სკოლებში კი არასაკმარისად მიიჩნევენ.

"მთელ მსოფლიოში არსებობს მშობლების პოზიტიური სწავლების პროგრამები, სადაც მშობლები იღებენ განათლებას. როგორ აღზარდონ შვილები, ასაკობრივი თავისებურებების დროს როგორი მიდგომა სჭირდებათ ბავშვებს და ა.შ ყველა სკოლას სჭირდება თავისი ანტიბულინური  პროგრამა. განათლების სამინისტრო ამ პრობლემას რომ არ აღიარებს იმაში ჩანს, რომ ურეკავენ მსგავს შემთხვევებზე, მაგრამ იქიდან პასუხი არ აქვთ. პასუხისმგებლობასაც არ იღებს. განათლების სამინისტროს არ ჰყავს სპეციალისტები და იმიტომაც არ შეუძლიათ დახმარება", _ ამბობს ცირამუა.

ბულინგის სახეები

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ფსიქოლოგმა ლევან ზარდალიშვილმა
დეტალურად მიმოიხილა ბულინგის სახეები. მისი თქმით, მარტო სკოლაში არ ხდება ძალადობა. 

"ბულინგი არის ძალადობის ფორმა. ძალიან სამწუხაროდ, ძალადობა გახლავთ ჩვენი ცხოვრების წესი. პირველად სიტყვა "ბულინგი" 1990 წელს იხმარა ერთ-ერთმა ინგლისელმა ჟურნალისტმა, როგორც workplace Bullying. ბულინგი სამსახურებში გახლავთ საკმაოდ გავრცელებული ფორმა. ბულინგი გახლავთ ხანგრძლივი ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური აგრესია, რომელიც ხორცილედება ერთი ინივიდის ან ინდივიდების მიერ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც თავის დაცვა არ შეუძლია.

ანუ ადამიანს თავის დაცვა არ უნდა შეეძლოს და მაშინ ითვლება ბულინგის მსხვერპლად. ბულინგს შემდეგი ნიშნები ახასიათებს. თუ შეფია ბულერი, იგი იწყებს იმით, რომ  იგნორირებას უკეთებს თავის თანამშრომლების დადებით თვისებებს. თითქოს საერთოდ არ ჰქონია მას ეს დადებითი თვისებები. ცდილობს,  ნებისმიერი მისი წამოწყება როგორღაც ჩაახშოს და უკანა პლანზე გადაწიოს. შესაძლოა, თანამშრომლის აზრი და იდეა, უკეთებს რა მას იგნორირებას,  რაღაც დროის შემდეგ თავისად გაასაღოს. ძალიან ხშირად ტვირთავს ზედმეტი სამუშაოთი, აძლევს იმდენს, რისი გაკეთებაც ერთ ადამიანს არაფრით არ შეუძლია.

თუ ეს არ არის შეფი და არის კოლეგა, ძალიან ხშირად ეს კოლეგა ავრცელებს ჭორებს. აკრიტიკებს პირდაპირ, მის ჩაცმულობას, ან მეტყველებას. აძლევს რჩევებს, სხვათაშორის ესეც ბულინგის ფორმაა, როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ სწორად გაეკეთებინა ის, რაც გააკეთა. ბულინგის ფორმები უფრო და უფრო იხვეწება.  ბავშვებს შორის ძალადობა ძალიან ჰგავს სამსახურებში თანამშრომლებს შორის ძალადობას."

სასკოლო ბულინგი

სასკოლო ბულინგის მრავალგვარი კლასიფიკაცია არსებობს. შეიძლება იყოს ფიზიკური აგრესია, შეიძლება იყოს ქცევითი, რომელსაც, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიურს დავარქმევდი. ეს გახლავთ, ვერბალური აგრესია, ჭორების გავრცელება, შანტაჟი, ფულის გამოძალვა,  შეიძლება იყოს სიტყვიერი აგრესია, რომელსაც მე ფსიქოლოგიურში გავიყვანდი, მაგრამ ცალკე გამოჰყოფენ. როდესაც ბავშვი ბავშვს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ან უგონებს ზედმეტ სახელებს, ისეთს, რომელიც მის ღირსებას ლახავს.

კიბერ ბულინგი

ეს ბულინგის საკმაოდ უსიამოვნო და საშიში ფორმა გახლავთ. სოციალურ ქსელებში ჭორის, დეზინფორმაციის, ადამიანზე გამუდმებით ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება არის ბულინგის ერთ-ერთი  საკმაოდ უსიამოვნო სახე. ჩვენ უკვე რამდენჯერმე წავაწყდით ამის გამო თვითმკვლელობებსაც.

მოძალადე-ბულერი

საბოლოოდ, ბავშვი მოძალადე  და მსხვერპლიც ორივე მსხვერპლია. ძალიან ხშირად მოძალადე-ბულერს მიაჩნია, რომ სხვებზე უნდა ბატონობდეს და ამის უფლება აქვს. ხშირად გააჩნია ფიზიკური უპირატესობა თანატოლებთან. იმპულსურია, ადვილად აღგზნებადი. მიაჩნია, რომ იმსახურებს ლიდერობას. ზოგჯერ არ შეუძლია კომპრომისებზე წასვლა. დარწმუნებულია თავის უპირატესობაში და ა.შ.

მსხვერპლი

მსხვერპლი ძალიან ხშირად ის ბავშვია, რომელსაც საკმაოდ მაღალი შფოთვის დონე აქვს. ეს არის ის ბავშვი, რომელიც თავს გრძნობს დაჩაგრულად, აქვს ძალიან დაბალი თვითშეფასება. ბავშვი, რომელიც შეიძლება იყოს, არ მინდა ვთქვა მშიშარა, მაგრამ არა სხვებზე თამამი, მორცხვი, ჩაკეტილი, ზედმეტად მგრძნობიარე, რომელიც მიდრეკილია დეპრესიისაკენ. ფიზიკურად სუსტი ბავშვი, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ასეთი ბავშვი შეიძლება ატარებდეს სათვალეს, ან სულაც ჰქონდეს ჟღალი თმა. ბავშვებში ჟღალი თმა ხშირად დაცინვის საგანია. ძალიან ლამაზი ბავშვიც შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, ან იმის გამოც, რომ არის ნიჭიერი. ან შეიძლება იყოს ჩუმი, უყვარდეს კითხვა და იჯდეს თავისთვის. ან ბავშვი, რომელივ ძალიან ამაყობს მშობლებით, ან, მაგალითად, ხშირად იმაზე ლაპარაკობს, როგორი ბაბუა ჰყავდა. ან კიდევ ისეთი ბავშვი, რომელიც მზად არის თავის თავზე ჩაგრულის როლი მოირგოს. ზუსტად ვერცერთი ფსიქოლოგი ვერ გეტყვის, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ ის გახდეს ბულინგის მსხვერპლი. პრინციპში გარკვეულ პირობებში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

გაზიარება54Tweet34Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბაგა-ბაღებში კვების უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

პროდუქტები, რომლებიც კიბოს იწვევენ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ევროკავშირის კვლევაში საქართველო კორუფციისგან თავისუფლების ინდექსით უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას

15:49; 16.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

15:44; 16.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:37; 16.01.2026
მსოფლიო

“უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

15:02; 16.01.2026
ზაფრანი

ცოცხლად დამარხვა რეკორდისთვის: 61 დღე კუბოში და ვინ არიან თანამედროვე “რეკორდსმენები”, მათ შორის ქართველი “იუთუბერია”

14:32; 16.01.2026
სამართალი

შსს: დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი, რომელთა შორის 10 არასრულწლოვანია

14:19; 16.01.2026
მსოფლიო

მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

14:15; 16.01.2026
საზოგადოება

ტემპერატურა -18, -20 გრადუსამდე დაეცემა _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

14:01; 16.01.2026
საზოგადოება

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა

13:17; 16.01.2026
სამართალი

“მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო”

12:29; 16.01.2026
ფინანსები

ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში ხელფასები იზრდება

11:59; 16.01.2026
პოლიტიკა

„მთვრალმა ღარიბაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა ივანიშვილს, რომელიც ჩაუწერეს და მიუტანეს ბიძინას“ – შაიშმელაშვილი

11:26; 16.01.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

10:48; 16.01.2026
საზოგადოება

მზექალა შანიძე 100 წლის გახდა

10:31; 16.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერაფერს გამოაპარებთ                                                                                          

10:22; 16.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო